წრის სამუშაო პროგრამა
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისძირის საჯარო სკოლის სპორტულ გამაჯანსაღებელი წრე - ,,მართვე“
სამიზნე სკოლა : სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისძირის საჯარო სკოლა
პროგრამის განმახორციელებელი პედაგოგი და საოკნტაქტო ინფორმაცია:
სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი გიორგი მჭედლიშვილი
პროგრამის სახელწოდება: სპორტულ გამაჯანსაღებელი წრე - ,,მართვე''
მიმართულება: ფრენბურთი
სამიზნე ჯგუფი : VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები
წრის ხანგრძლივობა, განხორციელების ვადები 1/10/2019 – 24/12/2019
პროექტში ჩართული მოსწავლეების პროფილი (ასაკი, რაოდენობა)
13-16 წლამდე ასაკის მოსწავლეები. 20 მოსწავლე.
წრის მნიშვნელობა და აქტუალურობა: დღესდღეობით მოზარდებში პრობლემის აქტუალობაზე მეტყველებს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და განვითარების მაჩვენებლების მკვეთრი გაუარესება. ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენცია, მჯდომარე ცხოვრების წესის დამკიდრება და მოსწავლე-ახალგაზრდობის ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში ჩართულობის დაბალი მაჩვენებლები ,სკოლებში სპორტული ინფრასტრუქტურისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ამიტომ ფიზიკური აღზრდა–განათლების ხელშეწყობა,მასობრივი და სამოყვარულო სპორტის პოპულარიზაცია–განვითარება საგანმანათლებლო სისტემაში ხელს შეუწყობს მოსწავლეებს რომ იყვნენ ჯამრთელები,რადგან სპორტის განვითარების ხელშეწყობა მოსახლეობის ჯანმრთელობის, განათლების, კულტურისა და განვითარების პროცესის აუცილებელი და ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
წრის მუშაობის მიზანი: ჩავაბათ მოსწავლეები ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით ხელი შევუწყოთ მათ ფიზიკურ განვითარებას; შეისწავლონ ფრენბურთის თამაშის წესები ,აქტიური ვარჯიშებით გაიუმჯობესონ ადრე ათვისებული ძირითადი მოტორული უნარ-ჩვევები, გუნდური თამაშისას დაიცვან დისციპლინა, ადეკვატურად აღიქვან მოგება და წაგება, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. სპორტული წრის დანიშნულებაა მოსწავლეებმა შეაფასონ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობები, მეტი შეიტყონ ფრენბურთის ისტორიის შესახებ, წარმოაჩინონ თავიანთი უნარი სპორტის ამ სახეობაში.
გამოყენებული რესურსები:ბურთი ,მოსწავლეები, ბადე ,მოედანი
გამოყენებული რესურსების შესაბამისობა მიზანთან :ეს რესურსები ეხმარება მასწავლებელს, მოსწავლეებმა შეძლონ ბურთის დაუფლების ტაქტიკა
თემის /საკითხების ჩამონათვალი თემა : ფრემბურთი
საკითხები:
• მოსწავლეების რეგისტრაცია ფრემბურთის შემსწავლელ წრეზე
• საწრეო მუშაობის მიზნების და ამოცანების გაცნობა
• ფრენბურთის თამაშის წესების გაცნობა
• ბურთის გადათამაშება
• ბურთის ჩაწოდება
• ბურთის მიღბა
• მოსწავლეების გადანაწილება გუნდში პოზიციების მიხედვით
• ამხანაგური თამაშის მოწყობა
No comments:
Post a Comment